უფასო მიწოდება

Privacy Policy

კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს შპს კნიკი ინფორმაციას www.cnick.ge-სა და CNICK-ის მობილურ აპლიკაციებთან დაკავშირებით. აღნიშნულში, მოცემულია ინფორმაცია შემდეგის შესახებ:

  1. რა პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია გროვდება თქვენგან ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით, როგორ გამოიყენება იგი და ვის შეიძლება გაეზიაროს.

  2. რა არჩევანი გაქვთ თქვენი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით.

  3. უსაფრთხოების რა პროცედურები მოქმედებს თქვენი ინფორმაციის არასათანადო გამოყენებისგან დასაცავად.

  4. როგორ შეგიძლიათ ინფორმაციაში არსებული ნებისმიერი უზუსტობის გამოსწორება.

 

ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაზიარება

ჩვენ ვართ აღნიშნულ საიტზე შეგროვებული ინფორმაციის ერთადერთი მფლობელები. ჩვენ გვაქვს წვდომა მხოლოდ იმ ინფორმაციაზე (ან ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას), რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით მოგვაწვდით ელექტრონული ფოსტის ან სხვა პირდაპირი კონტაქტის საშუალებით. ჩვენ არ გავყიდით ამ ინფორმაციას არავისზე.

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას მხოლოდ იმისთვის, რომ გიპასუხოთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც დაგვიკავშირდით. ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს ინფორმაციას არცერთ მესამე მხარეს ჩვენი ორგანიზაციის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად (მაგალითად, შეკვეთის გასაგზავნად).

თუ თქვენ გამოხატავთ თანხმობას, მომავალში შეიძლება დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით, რათა გაცნობოთ სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების, მომსახურებების ან ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებების შესახებ.

ბეჭედში ჩვენ არ გვაქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ საკუთარ ბეჭედში ინახავთ. არც CNICK-ის მობილური აპლიკაცია აგროვებს რაიმე სახის სენსიტიურ ინფორმაციას (საბანკო ბარათი, ტრანზაქციების ისტორია). შესაბამისად, ბეჭდის მფლობელი არის ერთადერთი მხარე, რომელიც აკონტროლებს ბეჭედში შენახულ ინფორმაციას.

ჩვენ არ ვინახავთ ჩიპის უნიკალური იდენტიფიკატორის (UID) კოდს და ასევე არ გვაქვს წვდომა ან რაიმე სახის კონტროლი იმ გასაღებებზე, რომლებიც ინახება ბეჭდებში.

ჩვენ ვიყენებთ Facebook Pixel-ს — მესამე მხარის „ქუქი“ (cookie) ფაილს. 

თქვენი წვდომა და კონტროლი ინფორმაციაზე

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენთან შემდგომ კონტაქტზე. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგი ქმედებები:

 

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს თქვენი ინფორმაციის დასაცავად. როდესაც ვებგვერდის მეშვეობით აგზავნით სენსიტიურ ინფორმაციას, თქვენი მონაცემები დაცულია როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში. ნებისმიერი ინფორმაცია იშიფრება და მოგვეწოდება უსაფრთხო გზით. ამის გადამოწმება შეგიძლიათ ბრაუზერის მისამართების ველში და ვებგვერდის მისამართის დასაწყისში „https“ ნიშნის მოძებნით.

 

შპს კნიკი 
ს/კ: 406182394
სახალხოს ჩიხი N 11. თბილისი, საქართველო. 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონფიდენციალურობა ირღვევა, დაუყონებლივ დაგვიკავშირდით: hello@cnick.io

თუ თვლით, რომ ირღევა თქვენი კონფიდენციალურობა, დაგვიკავშირდით hello@cnick.io

დაკავშირება
Messenger WhatsApp