ჩვენი მისიაა შევქმნათ ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიები, რომლებიც არა მხოლოდ გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციებს, არამედ უკეთესობისკენ შეცვლის მათი ცხოვრების წესს.
ჩვენი თავგადასავალი 2016 წელს დაიწყო ერთი მიზნით, შეგვექმნა მოსახერხებელი და დახვეწილი ბეჭედი, რომელიც გააერთიანებდა ჩვენს ყველა ბარათსა და გასაღებს. ჩვენმა მიზანმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გავხდით პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა ჭკვიანი ბეჭედი ავტომობილის (Tesla) გასაღების ფუნქციით.
იდეის ჩამოყალიბების პროცესში მივხვდით, რომ ძალიან მოუხერხებელი იყო ბევრი ბარათის ტარება. ხოლო, სმარტფონი სრულიად საიმედო არ იყო, რადგან დატენვას საჭიროებს.
ვფიქრობდით, რომ უნდა არსებულიყო უკეთესი ალტერნატივა. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ბეჭედი, რომელიც მარტივი, მოსახერხებელი და საიმედო იქნებოდა. მსგავსმა ინვოვაციურმა მიდგომამ, საფუძველი ჩაუყარა CNICK-ს, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ტექნოლოგიების შექმნას, რომლებიც ცხოვრების ხარისხს უკეთესს ხდის.
ჩვენი კულტურა ეფუძნება კრეატიულობის, ინოვაციისა და ადამიანის კეთილდღეობის ღირებულებებს. შემოგვიერთდით ამ საინტერსო მოგზაურობაში და გამოსცადეთ ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ვქმნით.
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, ენთუზიასტი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომლებსაც საერთო ხედვა და რწმენა აერთიანებთ. ჩვენ არ გვეშინია გამოწვევების, პირიქით — სიხარულით ვხვდებით მათ, ვიძენთ ცოდნას და ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ ახალი იდეები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს. ჩვენი გუნდის წარმატების საფუძველი ჩვენი ურყევი თანმიმდევრულობაა — ჩვენ არასოდეს ვნებდებით. სწორედ ეს შეუპოვრობა გვიბიძგებს, რომ განვაგრძოთ შესაძლებლობების საზღვრების გაფართოება