სად მზადდება პროდუქტი?
ბეჭედი მზადდება, უმაღლესი ხარისხის მასალისგან, საქართველოში.
მოძებნა ${ resultNum } შედეგი
შედეგები ვერ მოიძებნა: ${ searchFilter }
ბეჭედი მზადდება, უმაღლესი ხარისხის მასალისგან, საქართველოში.
ტოკენიზაციის გამოყენებით, კნიკის ბეჭედი უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას და მოსახერხებელ გადახდებს. საქართველოში ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკსა და MasterCard-თან.
გადახდის ფუნქციის აქტივაციისთვის, დააკავშირეთ საქართველოს ბანკის MasterCard ბარათი ბეჭედს, CNICK მობილური აპლიკაციით.
ბეჭედი მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალისგან და არის საკმაოდ გამძლე, თუმცა იმისთვის რომ ხარისხი შეინარჩუნოს, ბეჭედი მოიხსენით სიმძიმეების აწევისას, რადგან შეიძლება დაიკაწროს და დაიზანდეს.
გადახდის ტერმინალს დაადეთ მოხრილი თითი, ისე რომ ბეჭედი წრიულად იყოს ტერმინალის მიმართ.
იმისთვის რომ ბეჭედმა დიდხანს შეინარჩუნოს ხარისხი და არ დაზიანდეს, მოარიდეთ ქიმიკატებს (ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს, აცეტონს და ა.შ), რადგან შეიძლება დააზიანოს გარე ფენა. ასევე, ბეჭედი არ ატაროთ როდესაც სიმძიმეებს წევთ. ბეჭედი წყალგამძლეა, ამიტომ შეგიძლიათ ატაროთ ცურვის დროს თუ ხელების დაბანისას.
შეგიძლიათ, ერთ ბეჭედს მხოლოდ ერთი ბარათი დააკავშიროთ, თუმცა ერთი ბარათი შეიძლება რამდენიმე ბეჭედთან დააკავშიროთ.
შეგიძლიათ ბეჭდით გადაიხადოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკონტაქტო გადახდები მიიღება, თუმცა იმისთვის რომ ბეჭედს საგადამხდელო ფუნქცია ჰქონდეს, უნდა დააკავშიროთ ჩვენი პარტნიორი ბანკის ბარათი. საქართველოში შესაძლებელია საქართველოს ბანკის მასტერქარდ ტიპის ბარათის დაკავშირება. პარტნიორი ბანკების დეტალური სია ქვეყნების მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კნიკის აპლიკაციით შესაძლებელია ბეჭდის მართვა (დაპაუზება, აქტივაცია), მაგრამ ტრანზაქციები შეგიძლიათ ნახოთ ბანკის აპლიკაციაში, რომლის ბარათსაც იყენებთ ბეჭედთან დასაკავშირებლად.
კნიკის აპლიკაციით შეგიძლიათ ნებისმიერი ბმული ჩაწეროთ ბეჭედში. ეს შეიძლება იყოს სოციალური ქსელი, სავიზიტო ბარათი (business card) და ა.შ. და სხვას, ბეჭდის მობილურზე მიდებით გაუზიარო. ვიდეო ინსტრუქცია
კი, ბეჭედი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც Visa და MasterCard გადახდები მიიღება. მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
ბეჭედს აქვს მაღლი უსაფრთხოების დონე. ბეჭედი მუშაობს იდენტურად, როგორც ბარათი ( key card). ბეჭედი თავსებადია 2021 წელს ან უფრო გვიან გამოშვებულ Model S/X ავტომობილებთან და ყველა Model 3/Y/CT -თან. ვიდეო ინსტრუქცია
ბეჭედი მუშაობს ბარათის (Key card) მსგავსად. ის სიგნალს გადაცემს წრიულად. იმისთის რომ ბეჭედი სწორად გამოიყენოთ, საჭიროა მიადოთ მანქანის სენსორს მოხრილი თითი, ისე რომ ბეჭედი წრიულად იყოს სენსორის მიმართ. როგორც წესი, სენსორი კარის სვეტზე არსებული კამერის ქვემოთ მდებარეობს. ვიდეო ინსტრუქცია
კი, შესაძლებელია ერთი ბეჭედი ერთდროულად რამდენიმე ავტომობილს დააკავშიროთ.
ბეჭდის დაკავირება ძალიან მარტივია, იდენტური პროცესია როგორც ბარათის დაკავშირებისას. არსებიბს ორი გზა:
1. ტესლას მობილური აპლიაკციით.
2. ბარათის მეშვეობით დამატება